ქობულეთის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

27 დეკემბერი 2022, 15:25 551 ნახვა

ქობულეთის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვერსია საკრებულოს სხდომაზე ქობულეთის მერმა წარადგინა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის პროგრამული ბიუჯეტი, 9-მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 54-მილიონ ლარზე მეტი იქნება. ძირითადი პრიორიტეტებია, ინფრასტრუქტურა, განათლება და სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოგვარება. როგორც ქობულეთის მერი აცხადებს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მიმართულებით ბიუჯეტი გაიზარდა 2 მილიონ 645 ათას 900 ლარით. ასევე მუნიციპალიტეტი ტრანსფერის სახით 20 მილიონ ლარს მიიღებს, რაც შეეხება მერის სარეზერვო ფონდს, ის 330 ათასი ლარი გახდება. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის დამტკიცებას და განხილვას დღეს ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციონერი წევრები არ ესწრებოდნენ. ისინი საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ. ბიუჯეტის დამტკიცების პროექტის განხილვას მხარი არ დაუჭირა, "გახარია საქართველოსთვის" ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომელიც აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად არ პასუხობს მოსახლეობის მოთხოვნას.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში