უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 15.6% შეადგინა, 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით შეიქმნა 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი - პრემიერი

27 დეკემბერი 2022, 15:07 579 ნახვა

სიღარიბე და უმუშევრობა, ბუნებრივია, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობისთვის. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად  მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 15,6% შეადგინა. ასევე, ორ წელიწადში - 2021 წლის მეორე კვარტლიდან 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით შეიქმნა 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.

"სიღარიბე და უმუშევრობა, ბუნებრივია, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობისთვის. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად  მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება.მესამე კვარტალი ამ კუთხითაც გამოირჩეოდა. უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია - 15,6%-ი შეადგინა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ 2 წელიწადში - 2021 წლის მეორე კვარტლიდან 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით შეიქმნა 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. 229 000 ადამიანი დასაქმდა აი ამ ბოლო 2 წელიწადში. აქედან არასახელმწიფო სექტორში 209 ათასი ადამიანია დასაქმებული. ასევე, მოგეხსენაბათ, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას. 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმებული არის ბოლო 6-7 თვეში. რესურსი არის ძალიან დიდი. მოგეხსენებათ, რომ 200 000 ადამიანი არის სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი და ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ყველა ეს ადამიანები დავასაქმოთ როგორც კერძო სექტორში, ასევე, საჯარო სექტორში.

მე, ასევე, მინდა გითხრათ ძალიან მოკლედ, რომ ჩვენ  როგორც მოგახსენეთ 10%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით წელს. საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზი არის შემდეგი, რომ საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში და ევროპის მასშტაბით. ეს არის ჩვენი პარტნიორების აი-ემ-ეფ-ის, მსოფლიო ბანკის პროგნოზები," - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი