აჭარის სპორტის სამინისტრომ წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა

26 დეკემბერი 2022, 20:07 1061 ნახვა

2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და მენეჯერები დააჯილდოვა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და აჭარის სპორტის დეპარტამენტმა. დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენები, რომლებმაც როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე საქართველოს სხვადასხვა სინჯის არაერთი მედალი მოუტანეს. საერთო ჯამში აჭარის სპორტსმენებმა, 2022 წელს, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, 461 სპორტულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და რვაასამდე მედალი მოიპოვეს, რომელთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები და კარატეს წარმომადგენლები სჭარბობდნენ. წლის საუკეთესო სპორტსმენებს შორის დაასახელეს თემურ სამხარაძე, რომელმაც წელს როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონატი მოიგო კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში და როგორც ახალგაზრდებში, ასევე დიდებში მსოფლიოს არაერთი რეკორდი დაამყარა. დაჯილდოვდნენ ასევე ის პიროვნებები, რომლებმაც სპორტის განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს, მათ შორის შალვა ტაბაღუა, რომელსაც წელს 85 წელი შეუსრულდა და დღემდე სპორტის სამსახურში რჩება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი