საახალწლო ნაძვის ხე აინთო ქედაშიც. ღონისძიება მუსიკალურად ანსამბლმა „ელესამ“ გააფორმა. ნამამდე კი კონცერტი ჩატარდა, სადაც საფორტეპიანო და საორკესტრო განყოფილების მოსწავლეებმა წარადგენ მაყურებლის წინაშე. საზეიმო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა. წელს ქედის მუნიციპალიტეტმაც ახალი ნაძვის ხე შეიძინა. 17 მეტრი სიმაღლის მთავარი საახალწლო ატრიბუტისთვის მერიამ 141 600 ლარი დახარჯა. შეიძინეს ახალი საახალწლო ილუმინაციები და ქუჩის განათებებიც. მთავარი საახალწლო კონცერტი ქედაში 3 იანვარს გაიმართება, სადაც ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად მულტფილმის გმირები და თოვლის ბაბუა იზრუნებენ. კონცერტს ადგილობრივებთან ერთად მოწვეული შემსრულებლები გამართავენ. იქნება საშობაო ბაზრობა, გლინტვეინი და ტკბილეული. საახალწლო ღონისძიებები ქედაში 14 იანვრამდე გაგრძელდება.