საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

26 დეკემბერი 2022, 11:50 506 ნახვა

2022 წლის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში ბათუმის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. წლის ბოლო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრებმა, რომელმაც საერთო ჯამში სამი ოქროს, სამი ვერცხლის, სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ჩემპიონები გახდნენ რომეო ბოლქვაძე, რამაზ ზოიძე და გელა ბოლქვაძე, ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დიეგო ჩხიკვაძე, ლაშა გობაძე და ფრიდონ აბულაძე დაეუფლნენ. ირაკლი შავაძემ, ხვიჩა ანანიძემ და ფრიდონ ბოლქვაძემ ბრინჯაო ირგუნეს. ეროვნულმა ჩემპიონატმა ის ფალავნები გამოავლინა, რომლებიც 2023 წელს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში