უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. შობის დღესასწაულზე რუსულმა ძალებმა უკრაინის 65-ზე მეტი დასახლება დაბომბეს, ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყვეტად იბომბება ქალაქი ბახმუტი, საოკუპაციო ჯარის მთავარი სამიზნე. ოკუპანტებმა მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებით 10-ზე მეტჯერ შეუტიეს ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკს. არიან დაღუპულები. სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ხერსონის ოლქზეც, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაბომბეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლება. დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი სისტემა. ოკუპანტებმა ავიაიერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.