ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შესაძლოა დღესაც არ შესრულდეს. რეისები განრიგში ჩანიშნულია, თუმცა უამინდობის გამო საინფორმაციო სამსახურში მათ გადადებას არ გამორიცხავენ. ამ დრომდე არ შესრულებულა რეისი მოსკოვის მიმართულებით. ასევე არ ჩამოფრენილა თვიმფრინავი სტამბოლიდანაც. ცუდი კლიმატური პირობების გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები ბოლო ორი დღის განმავლობაში ვერ ხორციელდება.