კრამატორსკში სკოლა დაბომბეს

23 დეკემბერი 2022, 12:44 476 ნახვა

კრამატორსკში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს სკოლაზე. თავდასხმის შედეგად მთლიანად დაინგრა სკოლის შენობა. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დონეცკის ოლქის გუბერნატორმა თავის ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ სკოლის გარდა, სარაკეტო იერიშის სამიზნე ბიზნეს ობიექტები იყო. სარაკეტო იერიშის შედეგად სკოლის მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსში ფანჯრები ჩაიმსხვრა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სკოლაში ცეცხლის გაჩენამდე ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონეს. ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც უკრაინის პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტის დროს აშშ-მა უკრაინაში მოწინავე პატრიოტის სარაკეტო სისტემების მიწოდების შესახებ განაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი