ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

21 დეკემბერი 2022, 18:00 543 ნახვა

აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან შეხვედრაზე ყურადღება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთისა ხელმძღვანელმა პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი