2023 წლის საახალწლო ღონისძიებები

21 დეკემბერი 2022, 14:37 3780 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი სრულდება. პარალელურად მონტაჟდება სცენა. ნაძვის ხე საზეიმოდ 25 დეკემბერს 20საათზე აინთება. 31 დეკემბერს 23 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება. საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად ჩატარდება. საგამოფენო სივრცეში მოეწყობა საახალწლო ბაზრობა. წარმოდგენილი იქნება აკრობატების, ილუზიონისტებისა და ჯამბაზების წარმოდგენები, მოეწყობა ცეცხლოვანი შოუ. მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები ქალაქის გარე უბნებშიც გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი