საქართველოში 26 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

21 დეკემბერი 2022, 11:22 551 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 21 დეკემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 21 დეკემბერს მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით.

ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში