რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვო არტილერიით დაბომბეს. დაზიანდა ორი 5 სართულიანი შენობა და კერძო მანქანები, დაშავდა მინიმუმ ერთი ადამიანი - ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პაველ კირილენკო ავრცელებს.
"რუსებმა ქალაქის ცენტრს დაახლოებით 21:00 საათზე დაარტყეს, მათ ალბათ იცოდნენ, სად უმიზნებდნენ და ხვდებოდნენ, რომ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდებოდნენ"- ნათქვამია ინფორმაციაში.
გასულ დღეებში ოკუპანტებმა კურახოვო რამდენჯერმე დაბომბეს.
როგორც უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობას ხერსონსა და ზაპოროჟიეში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. განადგურდა 8 ერთეული სხვადასხვა ტიპის მძიმე სამხედრო ტექნიკა, ზუსტდება ინფორმაცია ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ.
ამ დროისთვის, ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილად, კვლავ დონეცკის ოლქი ითვლება.