ბათუმში “ლიბერთი ბანკის” ფილიალში ხანძარი გაჩნდა

21 დეკემბერი 2022, 10:01 12991 ნახვა

ბათუმში, “ლიბერთი ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ნაწილობრივ დაიწვა ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებული ფილიალი და საბანკო ინვენტარი.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა ხანძრის ლიკვიდაცია დროულად შეძლეს. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის დროს შენობაში თანამრომლები არ იმყოფებოდნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელ მოპყრობას გულისხმობს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში