მოსახლეობის ნაწილი ვოქსის შენობაში უკვე დაბრუნდა

20 დეკემბერი 2022, 17:52 556 ნახვა

ვოქსის შენობაში მომხდარი ხანძრის შემდგომ, მეორე და მესამე სადარბაზოში წყლის, ელექტრო ენერგიის და გაზის მიწოდება სრულად აღდგენილია. რაც შეეხება პირველ სადარბაზოს, სადაც ხანძრის ძლიერი კერა იყო, ამ ეტაპზე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის ელექტრო ენერგიისა და გაზის მიწოდება. წყლის მიწოდება კი პირველ სადარბაზოშიც აღდგენილია. ბათუმის მერის მოადგილის ლევან დავითაძის განმარტებით, იმ ოჯახებს, რომლებსაც ამ ეტაპზე ელექტრო ენერგია არ მიეწოდებათ, მუნიციპალიტეტი სთავაზობს სასტუმროში დაბინავებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში