ზაზა ხალვაშის ''ლოტო''-ს მსოფლიო პრემიერა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე

20 დეკემბერი 2022, 11:55 281 ნახვა

ზაზა ხალვაშის ახალი მხატვრული ფილმის ''ლოტოს'' მსოფლიო პრემიერა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე ,საკონკურსო სექციაში ‘Big screen competition’ შედგება. ფილმი შეიქმნა საქართველოს და ლიეტუვის ეროვნული კინოცენტრებისა და აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით. "ლოტო" - იგავი ზღვისპირა ქალაქზე" - ზაზა ხალვაშის ბოლო ნამუშევარია , ერთ ეზოში გადაღებული შავ-თეთრი ფილმი ფერად ისტორიებზე. სამწუხაროდ, რეჟისორი ფილმზე მუშაობის პერიოდში გარდაიცვალა. შემოქმედებით ჯგუფს გამოაკლდა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ზურაბ ქავთარაძეც. ფილმის დასრულებაში მონაწილეობა მიიღეს თამთა ხალვაშმა, გიორგი შველიძემ და ლევან კუხაშვილმა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში