ენმ-ის დეპუტატები შიმშილობას განაგრძობენ

17 დეკემბერი 2022, 17:10 824 ნახვა

მესამე დღეა პარლამენტში შიმშილობას აგრძელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი დეპუტატი.

დავით კირკიტაძის, ანი წითლიძის, თემურ ჯანაშიასა და აბდულა ისმაილოვის მოთხოვნაა დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

შიმშილობის მესამე დღეს ოპოზიციონერ დეპუტატებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. ექიმის განცხადებით, მოშიმშილეთა მდგომარეობა სტაბილურია.

ნაციონალური მოძრობის წევრები კოლეგებმა მოინახულეს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი