უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო შეტევის გამაფრთხილებელი განგაში გამოცხადდა

16 დეკემბერი 2022, 11:06 644 ნახვა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო შეტევის გამაფრთხილებელი განგაში გამოცხადდა. ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის ვიტალი კიმის ცნობით, რუსეთმა მორიგი მასშტაბური შეტევა წამოიწყო და უახლოეს ხანში უკრაინის საჰაერო სივრცეში სულ მცირე 60 რაკეტა შევა.

ტელეგრამ არხებში იუწყებიან, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით „ხა-101“-ის ტიპის რაკეტები გაუშვა.

მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი