პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად დასწრებაზე უარი თქვა 

14 დეკემბერი 2022, 11:40 899 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესი დაიწყო.

პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა.

შესაბამისი განცხადება მოსამართლე გიორგი არევაძემ, სასამართლო პროცესზე გააკეთა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილი, რომლის მიხედვითაც სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებულ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.

მოსამართლემ ასევე წაიკითხა „ვივამედიდან“ მიღებული წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ექიმი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მიხელ სააკაშვილის მონაწილეობას.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის თქმით, პენიტენციურ სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის შესასწავლად ერთი თვე სჭირდება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით კი კლინიკა "ვივამედი" ტექნიკურად  აღჭურვილია და აღნიშნული მიზეზი აბსურდული.

პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

დღევანდელ პროცესზე იგეგმება მოწმეების დაკითხვაც. მათ შორის, უნდა დაიკითხოს „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი და ამერიკელი ექიმი-ფსიქიატრი გოლდ სმიტი. ის პროცესზე დისტანციურად მისცემს ჩვენებას.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი