მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის საჯაროობას, აწყობს რეგულარულ შეხვედრებს საზოგადოებასთან და, საზოგადოებრივი ინტერესების უკეთ გამოხატვის მიზნით, მოქალაქეთა წინადადებებს ითვალისწინებს. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრები შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან ყურადღება გამახვილდა, შუახევში მაუწყებლის მხრიდან ბიუროს გახსნის აუცილებლობაზე, ასევე სოფლად მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური ყოფის ასახვაზე,მაუწყებლის რადიოს სიხშირის დაჭერის პრობლემაზე ,ბავშვთა უფლებებისა ახალგაზრდობის პრობლემების უფრო ხშირ გაშუქებაზე. გარდა ამისა მოსახლეობაში თვლიან, რომ უნდა მოხდეს იმ ადამიანების წარმოჩენა, ვინც ზრუნავს სოფლად მიგრაციის პრობლემაზე და ადგილზე ქმნის სამუშაო ადგილებს. ხვალ შეხვედრა 14 საათზე ხულოს ბიბლიოთეკაში გაიმართება.