გასულ დღე-ღამეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხუთი საავიაციო და 40 სარაკეტო იერიში განახორციელეს - უკრაინული მედია

12 დეკემბერი 2022, 10:11 414 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ გასულ დღე-ღამეში  ხუთი საავიაციო და 40 სარაკეტო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის არმიის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით,26 დასახლებული პუნქტი ტანკებისა და არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოექცა. რუსებმა ბახმუტისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარული დახმარების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

გენშტაბის ინფორმაციით, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებზე რუსი სამხედროები უკრაინის არმიის ნაწილების თავდაცვის გარღვევას ცდილობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში