პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გაიზარდა

10 დეკემბერი 2022, 11:21 1898 ნახვა

საქსტატის მონაცემებით ქვეყანაში შემოსული ინვესტიციები , წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს  ორჯერ აღემატება. ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და ირლანდია - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, საიდანაც საქართველოში ინვესტიციები შემოვიდა.

სექტორების მიხედით მთავარ ორ მიმართულებად უძრავი ქონება და საფინანსო საქმიანობა სახელდება.

გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ  სამი კვარტლის ჯამი მილიარდ 600 მილიონ დოლარზე მეტია. 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდამდე საქართველოში 2 მილიარდ 87 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ მონაცემების მიხედით მაჩვენებლები ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი