მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 14 დეკემბრამდე გადაიდო

09 დეკემბერი 2022, 13:19 770 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი გადაიდო. მომდევნო სასამართლო სხდომა 14 დეკემბერს 11:00 გაიმართება. 

მიხეილ სააკაშვილი  სხდომას არ დასწრებია, კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტის სასამართლოში ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

ადვოკატები  სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვას ითხოვდნენ.

პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლის, ნიკა აბრამიშვილის განცხადებით, ჩართვას სპეციალური დაწესებულებიდან თავად უზრუნველყოფდნენ, საავადმყოფოში კი კლინიკამ უნდა უზრუნველყოს პაციენტის ჩართვა, შესაბამისად, ის მოკლებულია შესაძლებლობას განმარტოს, კლინიკას რა დრო დაჭირდება ამის უზრუნველსაყოფად.

სასამართლოს პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი