აშშ უკრაინას დახმარების ახალ, 275 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გადასცემს

09 დეკემბერი 2022, 10:35 610 ნახვა

შეერთებული შტატები უკრაინისთვის 275 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გასაგზავნად ემზადება - ინფორმაციას "Reuters"-ი ავრცელებს.

დახმარება  მოიცავს რაკეტებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის (HIMARS), 155 მმ-იან ჭურვებს, Humvee-ს სამხედრო მანქანებსა და გენერატორებს. დახმარების მიზანია გაზარდოს უკრაინის შესაძლებლობები უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლად და საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი