ოპოზიციის ერთიანი გეგმა სააკაშვილის საკითხზე

08 დეკემბერი 2022, 19:53 429 ნახვა

დაესწრება თუ არა ხვალინდელ სასამართლო პროცეს მიხეილ სააკაშვილი ეს ჯერ უცნობია, თუმცა ექს პრეზიდენტმა ამის მზაობა უკვე გამოთქვა. დღეს ოჯახმაც გააკეთა განცხადება და გულშემატკივრებს ხვალ სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდა. პარალელურად სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის გეგმაზე მსჯელობს ოპოზიციაც. 3 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეხვედრა გამართეს. ელენე ხოშტარიამ, გიორგი ვაშაძემ და ზურა ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იმსჯელეს. მათ მიაჩნიათ, რომ ახლა უმოქმედობა ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობაში თანამონაწილეობას ნიშნავს, აპირებენ დაივიწყონ მათი პოლიტიკური გემოვნებათა სხვაობა და ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანდნენ. მათ დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერისგან მოისმინეს გეგმა, თუ რას აპირებენ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ყოფილი პრეზიდენტის გადასარჩენად. ასევე ისაუბრეს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში