ჩინეთში გასულ თვეში ხელისუფლების კოვიდპოლიტიკის წინააღმდეგ ისტორიული პროტესტების შემდეგ დედაქალაქ პეკინში უარი თქვეს შეზღუდვების ნაწილზე. დედაქალაქის სუპერმარკეტებსა და ოფისებში შესასვლელად აღარ არის სავალდებულო კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის ჩევნება.
ამის მიუხედავად კოვიდ ტესტირების ცენტრებთან გრძელი რიგები ისევ შეიმჩნევა. სპეციალისტების თქმით, მოქალაქეების ნაწილი, ძირითადად ასაკოვნები, რომელთა უმრავლესობა არავაქცინირებულია, დაინფიცირებას შიშობს.
ამას გარდა, კოვიდშეღუდვების შემსუბუქებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ჩინეთის ჯანდაცვის ისედაც მყიფე სისტემაზე.
ჩინეთში გასულ დღე-ღამეში 5 ათას 235 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. ექსპერტები შიშობენ, რომ ამ მაჩვენებელმა შესაძლოა მილიონს გადააჭარბოს თუ კოვიდშეზღუდვებს ნაჩქარევად შეამსუბუქებენ.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინეთმა შესაძლოა ხელახლა გახსნას ეკონომიკა და გააუქმოს სასაზღვრო კონტროლი. ბოლო კვლევების თანახმად, ჩინელების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ქვეყნის საზღვრების ხვალიდან გახსნის შემთხვევაშიც კი ერთი წლის პერიოდში თავს შეიკავებენ საზღვარგარეთ მოგზაურობისგან.