დასრულდა საქართველოს 2022-2023 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის პირველი ტური ფრენბურთში, რომელშიც „ბათუმმა“ სამიდან სამივე შეხვედრა მოიგო და ტური პირველ ადგილზე დაასრულა.
პირველ ტურში ბათუმელმა ფრენბურთელებმა „ქუთაისი“ 3:0 დაამარცხა, ამავე ანგარიშით მოუგო სამტრედიის გუნდსაც. ტურის ბოლო შეხვედრაში „ბათუმი“ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს „ცაგერს“ ეთამაშა და 3:1 სძლია.
ამ დროისთვის „ბათუმი“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.