მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

05 დეკემბერი 2022, 19:43 699 ნახვა

კლინიკა „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს  აღენიშნება წონაში კლება, სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა. ზურაბ ჩხაიძე  პროგნოზს ვერ აკეთებს და აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ შეფასდა ექიმთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.  განმარტავს, რომ  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს ობიექტურად შეაფასებენ და ყველა მონაცემი ობიექტური იქნება. მან ტოქსიკოლოგიურ კვლევაზეც გააკეთა განმარტება. განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმაც. რატი ბრეგაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სრული რეაბილიტაციისთვის  სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს. როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი