საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობით ჩავიდა

05 დეკემბერი 2022, 10:03 466 ნახვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატში, რომელსაც 5-16 დეკემბერს კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტა უმასპინძლებს.

საქართველოს ვაჟთა ნაკრები 12 წევრით იასპარეზებს. ესენი არიან: რამინ შამილიშვილი, შოთა მიშველიძე, გოდერძი ბერდელიძე, გურამ გიორბელიძე, კახი ასანიძე, რევაზ დავითაძე, ირაკლი გობეჯიშვილი, ირაკლი ჩხეიძე, გიორგი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, რომელიც კოლუბიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას მეექვსედ შეეცდება.

სარეზერვო სიაშია კიდევ ერთი მძიმეწონოსანი - აკაკი ტალახაძეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი