ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესები

05 დეკემბერი 2022, 11:02 583 ნახვა

რა არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ვინ შეიძლება იყოს მსაჯული და ზოგადად, რა როლს ასრულებს ინსტიტუტი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში - სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით  ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესები  დასრულდა. 

ათამდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტს  სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე  ტრენინგები ჩაუტარდა, რაც ასევე მათ მიერვე პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას მოიცავდა.

სწავლების პროცესში მონაწილეობდნენ პროკურატურის თანამშრომლები და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. იმიტირებულ სასამართლო პროცესებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები უძღვებოდნენ.   

სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივმა მრჩეველმა ლენა ოუენსმაც.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი