კვირის ბოლოს უნდა დასახელდეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების თარიღი. ასევე ამ დრომდე უცნობია რა ფორმით ჩატარდება კენჭისყრა. საკითხზე პოლიტსაბჭო 11 დეკემბერს იმსჯელებს.
პარტიაში იმედოვნებენ, რომ პროცესი წლის ბოლომდე დასრულებული იქნება.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ამჯერად სამი კანდიდატი იბრძვის - მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.