როგორ დასრულდა 2022 წლის ეროვნული ლიგის სეზონი

04 დეკემბერი 2022, 15:58 914 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 2022 წლის ჩემპიონი ''დინამო'' თბილისი გახდა. დედაქალაქელებმა ეროვნული ლიგა 80 ქულით ლიდერის პოზიციაზე დაასრულეს და ეს ტიტული ისტორიაში მე-19 მოიპოვეს.
მეორე ადგილზე ''დინამო'' ბათუმი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია გორის ''დილამ'' დაიკავა.

მომავალ ზაფხულს საქართველოს ჩემპიონის სტატუსით ''დინამო'' თბილისი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. ''დინამო'' ბათუმი , გორის ''დილა'' და საქართველოს დავით ყიფიანის თასის გამარჯვებული ( ქუთაისის ''ტორპედო'' ან თბილისის ''ლოკომოტივი-2'') კი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

ეროვნული ლიგა პირდაპირ დატოვა თბილისის ''ლოკომოტოვმა'' და მის ადგილს მომავალ სეზონში ქობულეთის ''შუქურა'' დაიკავებს. ეროვნულ ლიგაში ადგილის შეანარჩუნებლად კი ''გაგრა'' და ბოლნისის ''სიონი'' იბრძოლებენ. ორმატჩიან დუელში ''სიონი''  ''სამტრედიას'' შეხვდება, ხოლო ''გაგრა'' ''სპაერს''.
ფლეიოფები 7-8 და 11-12 დეკემბერს გაიმართება.

ეროვნული ლიგის ბომბარდირი 19 გატანილი გოლით ''დინამო'' ბათუმის თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი გახდა, რომელმაც უახლეს კონკურენტს 6 გოლით აჯობა. ჯოვინომ 19 გოლის გარდა  6 საგოლე გადაცემაც გააკეთა და გოლს+ასისტი ფორმატითაც საუკეთესო შედეგი აქვს.

ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის ავტორი ჯეფერსონ ჟერალდო გახდა, რომლის ანგარიშზეც 13 საგოლე გადაცემაა. გასულ სეზონში  ყველაზე მეტჯერ 11-ჯერ კარის მშრალად შენახვა ''სამგურალის'' მეკარემ ლევან შოვნაძემ მოახერხა, მსგავსი სტატისტიკა აქვს ''დილას'' კარის დარაჯს დანილო კანევცევს.

2022 წლის სეზონში ყველაზე მეტი  87 გოლი ''დინამო'' ბათუმმა გაიტანა, ხოლო ყველაზე ნაკრები 29 ბურთი ''დინამო'' თბილისმა გაუშვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში