ფინეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპა არ არის საკმარისად ძლიერი, რომ დამოუკიდებლად აღუდგეს წინ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ევროპა იძულებული გახდა აშშ-ის მხარდაჭერას დაყრდნობოდა.
სანა მარინის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ რუსეთთან ურთიერთობისას ევროკავშირის სისუსტეები და სტრატეგიული შეცდომები გამოავლინა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ბლოკმა იმ წევრ ქვეყნებს უნდა მოუსმინოს, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყვნენ.