პროფესიული გადამზადება

26 იანვარი 2017, 00:00 2467 ნახვა

აჭარის დასაქმების სააგენტო ''პროფესიული გადამზადების'' მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს. მის ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეული ასამდე ბენეფიციარი შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში გადამზადდება. ისინი თეორიულთან ერთად პრაქტიკულ კურსს, კონკრეტულ კომპანიებში გაივლიან. დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემატურ ჯგუფებს ხვდება და პროგრამის დეტალებს აცნობს. პრეზენტაცია მუნიციპალიტეტების შემდეგ ბათუმში გაიმართა და მას იძულებით გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ. თემურ კახიძის განცხადებით, გასულ წელს პროგრამით 57 მოსარგებლე დასაქმდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი