თავდაცვის მინისტრის ვიზიტი

26 იანვარი 2017, 00:00 1457 ნახვა

შვედეთის სამეფოში ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, საკანონმდებლო ორგანოს - რიკსდაგს ესტუმრა. შვედეთის პარლამენტში ქართულ მხარეს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ალან ვიდმანმა უმასპინძლა. მინისტრმა შეხვედრაზე გააჟღერა ინიციატივა სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების ფორმატში საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ.  ასევე განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ნატო-ს ეგიდით მიმდინარე პროექტები, მზადყოფნის პროგრამა და საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში.  შეხვედრაზე ალან ვიდმანმა განაცხადა, რომ შვედეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს, საუბარი შეეხო ასევე, უელსის სამიტზე მიღებული გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატსაც, რომელშიც საქართველო და შვედეთია გაწევრიანებული. რიკსდაგში სტუმრობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ სკანდინავიის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ხვალიდან ლევან იზორია დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ესტონეთში გადაინაცვლებს, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი