"გადავარჩინოთ გელათი" - აქცია ქუთაისის მერიასთან

02 დეკემბერი 2022, 15:49 881 ნახვა

,,გადავარჩინოთ გელათი’’– ამ მოთხოვნით ქუთაისის მერიის შენობის წინ აქცია გაიმართა. მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის’’ წევრებმა ხელისუფლებას გელათის შესახებ დადებული დასკვნების გასაჯაროვებისკენ მოუწოდეს.

მათი თქმით, გელათთან მიმართებაში იკვეთება გარკვეული პირების დანაშაული და მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. აქციის მონაწილეები ტაძრის გადასარჩენად დროულ რეაგირებას ითხოვენ. შეკრებილები მიმართავენ კულტურის სამინისტროს, სრულად გასაჯაროვდეს გელათთან დაკავშირებული ექსპერტული დასკვნები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალები, რათა დაისახოს შემდგომი  სამოქმედო გეგმა და განისაზღვროს პასუხისმგებლობის საკითხები.  

ვარლამ გოლეთიანის თქმით, კარგი იქნება, თუ სპეციალისტთან ერთად შეძლებს გელათის დეტალურ დათვალიერებას და მოხდეს პროცესების მონიტორინგი. აქციაზე გელათის გადახურვიდან მოჭიქული კრამიტი მიიტანეს და თქვეს, რომ მისი მონტაჟი წესების დარღვევით მოხდა. აქციას შეუერთდნენ კულტურის პროფკავშირების წარმომადგენლები და მოქალაქეები.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი