საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა

26 იანვარი 2017, 00:00 2102 ნახვა

''თეთრი ხმაურის მოძრაობა'' საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. გასაჩივრებულია საკანონმდებლო ნორმა, რომელიც კანაფის დათესვა-მოყვანას ეხება. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი არაკონსტიტუციურად ცნონ. საუბარია მუხლზე, რომლებიც კანაფის დათესვისთვის 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას აწესებს. სარჩელის ავტორები ნორმის დაზუსტებას და კანონით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის გაუქმებას ითხოვენ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ჯამბულ გვიანიძის, დავით ხომერიკისა და ლაშა გაგინაშვილის სარჩელის განხილვა სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გუშინ დაიწყო. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, მოწმის სახით იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების, ასევე პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტები დაიკითხა. ჯერ ჯერობით უცნობია როდის განახლდება საქმის განხილვა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი