ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო სემინარები გაიმართა. სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. მსმენელები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.