მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მესამე ტურის მატჩები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ბომბარდირთა დავას სამ-სამი გატანილი გოლით ოთხი ფეხბურთელი ლიდერობს.
თანაბარი რაოდენობის სამი გოლი კილიან მბაპეს, კოდი გაკპოს, მარკუს რაშფორდს და ენერ ვალენსიას აქვს. ორი გოლი კი საერთო ჯამში 10 ფეხბურთელს აქვს გატანილი.