ბათუმში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის ფსიქოსოციალური აქტივობები იმართება. World vision- ი ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინელი მოსწავლეებისთვის ინდივიდუალურ და ჯგუფურ სესიებს მართავს.
მოზარდების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით სპეციალისტები მათთან არტ თერაპიას, მუსიკისა და ცეკვის სინთეზურ აქტივობებს გადიან.
დედაქალაქის შემდეგ სესიები ბათუმში 21 ნოემბერს დაიწყო და 24 ნოემბერს დასრულდება.