რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, დაიღუპა ახალშობილი - უკრაინული მედია

23 ნოემბერი 2022, 10:31 600 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეზე, სადაც დაიბომბა საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება. დაღუპულია ერთი ახალშობილი. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის უფროსი ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ კვლავ გაუხსნა ცეცხლი სუმის ოლქის დასახლებებს. გასულ დღე-ღამეში, სხვადასხვა სოფლებში, 40-მდე საარტილერიო ჭურვი ჩამოვარდა. 

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვის დროს ამუშავდება სპეციალური პუნქტები, რომლებიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას საბაზისო სერვისები უფასოდ მიიღოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი