ოფიციალურად რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა

22 ნოემბერი 2022, 22:01 694 ნახვა

კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად  „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა.

ინგლისურმა კლუბმა დაადასტურა, რომ 37 წლის პორტუგალიელ თავდამსხმელთან  კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტილია.

ბოლო პერიოდში რონალდუს ''მანჩესტერში'' მთავარ მწვრთნელთან და ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერში“ 2003-2009 და 2021-2022 წლებში 346 მატჩში 145 გოლი გაიტანა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში