ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 268-მდე გაიზარდა

22 ნოემბერი 2022, 16:46 593 ნახვა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 268-ს მიაღწია, გარდაცვლილთა  შორის, ბევრი ბავშვია. როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული მიწისძვრის დროს მოსწავლეები სკოლაში გაკვეთილებს ესწრებოდნენ.

მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას ამ დრომდე განაგრძობდნენ. დაკარგულად ითვლება 151 პირი. სტიქიის გამო, საცხოვრებელი 58 000-მდე  ადამიანმა დატოვა. 

გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს მეწყრული პროცესი და რთული რელიეფი აძნელებს.

კუნძულ იავას დასავლეთ ნაწილში, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.6 მაგნიტუდა შეადგინა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი