არ მჯერა, რომ პოსტი მიხეილ სააკაშვილის დაწერილია, თუ დაწერა, საინტერესოა, რატომ დაწერა - შალვა ხაჭაპურიძე

21 ნოემბერი 2022, 15:20 337 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ეჭვს გამოთქვამს, რომ პოსტი, რომელიც დღეს სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, მისი დაწერილი არ არის.

მისივე განცხადებით, ამერიკელი ექსპერტების მიერ გაკეთდა კვლევა და ჩამოვიდა პასუხი, რომ სააკაშვილს აღენიშნება გარკვეული მინერალები. ამჟამად ტოქსიკოლოგი მუშაობს, საიდან შეიძლება ჰქონოდა ამ ადამიანს ეს ნივთიერებები.

„თვეებია, ვაკეთებთ განცხადებას, რომ გაჩნდა ეჭვი, შესაძლებელია, მას ორგანიზმში ჰქონოდა გარკვეული მეტალები და ამის გამო ყოფილიყო მოწამლული. კერძოდ, „ვივამედის“ ერთ-ერთი ექიმი 15 მაისს აღნიშნავს, რომ უნდა გადამოწმდეს ანალიზები და მას უნდა ჩაუტარდეს კვლევები, ხომ არ არის ორგანიზმში სხვადასხვა მეტალი. შემდგომ გავიდა რვა დღე, გადაგზავნილი იქნა მისი სისხლის ანალიზი ლიმბახის ლაბორატორიაში, ლიმბახიდან ჩამოვიდა პასუხი, სადაც აღნიშნული იყო, რომ მას არ აღენიშნებოდა ტოქსიკოლოგიის ნიშნები, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეზე გაიზარდა მნიშვნელობა, გაირკვა, რომ მინერალები ვერანაირად ვერ აღმოჩნდებოდა სისხლის ანალიზებით, ამისთვის საჭირო იყო დამატებითი კვლევა, თმის. ფრჩხილის და ა.შ. როდესაც ჩამობრძანდნენ ამერიკელი ექსპერტები, მათ მიერ იქნა აღებული, ჩამოვიდა პასუხი, რომ მას აღენიშნება გარკვეული მინერალები. ამჟამად ტოქსიკოლოგი მუშაობს იმასთან დაკავშირებით, ამ ადამიანს საიდან შეიძლება ჰქონოდა ეს ნივთიერებები და ა.შ. თუმცა არასდროს ჩვენ მიერ პირადად არ გაჟღერებულა, რომ შესაძლებელია მოწამვლა.

მოწამვლა არის იურიდიული დეფინიცია, დანაშაული, თუმცა მინერალები მას შეიძლება, ჰქონდეს ორგანიზმში სხვადასხვა მედიკამენტის, ანუ უამრავ, 15, თუ 18 მედიკამენტს იღებს და წამლების ერთმანეთთან არასწორი…აღვნიშნეთ კიდეც, რამდენიმე ისეთი წამალი მიეწოდება, რომელიც ჩვენი აზრით, არ უნდა მიეწოდებოდეს. როგორც ვიცი, საექსპერტო დასკვნაშიც ქალბატონი ჯიშკარიანი იმსჯელებს. ჯერ ძნელია რაიმე დასკვნის გაკეთება, უნდა დაველოდოთ, წესით ორ, სამ დღეში იქნება პასუხი და ამის შემდეგ. ჯერ ერთი, მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა ეს „ფეისბუქ“ პოსტი, ამას გავარკვევ რამდენიმე წუთში, არ მჯერა, ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს შესაძლებლობას, რაიმე პოსტები აქვეყნოს „ფეისბუქზე“ , – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში