ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ბრალდებები, რაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო ისმის, საკმაოდ მძიმეა,რომელსაც ავტორიტეტული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა სჭირდება.
მათი თქმით, ლევან სამხარაულის ბიურო ობიექტური დასკვნების მიღების შესაძლებლობას არ იძლევა, პასუხისმგებლობას კი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულად ხელისუფლებას აკისრებენ.