''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი რეზო ხარაზი ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის აკაკის ბერიძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.
რეზო ხარაზმა, მერიის მიერ შესრულებული მიმდინარე წლის ბიუჯეტის 10 თვის ანგარიში დაიწუნა და მიმოხილვა უწოდა. ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, ბიუჯეტის მიხედვით, ინფრასტრუქტურის ნაწილში 100-დან მხოლოდ სამუშაოების 44 პროცენტია შესრულებული.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს, მერიის მიერ შეტანილი ბიუჯეტი კომისიებში არ განიხილონ.
ჩვენ დავუკავშირდით ბათუმის მერიას და ბრალდებებთან დაკავშირებით განმარტებებს ველოდებით.