სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედრო გიორგი ცერცვაძე, მტრულად განწყობილ ქვეყანას - რუსეთს არ გადაეცეს. ვიცე-პოლკოვნიკის საქმესთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გაკეთდა ხელისუფლების, ექსპერტული და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლების მხრიდან. ოპოზიცია, გიორგი ცერცვაძის დაკავების საქმეზე პარლამენტში იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების დაბარებას ითხოვს.