დავით ქირია “NUIT DES CHAMPIONS”-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელია

20 ნოემბერი 2022, 13:16 743 ნახვა

ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია საფრანგეთის ქალაქ მარსელში გამართული "NUIT DES CHAMPIONS"-ის საჩემპიონო ქამარის მფლობელია.

ქირიამ ფრანგი მიკაელ პინიოლო მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

"Palais des Spots"-მა უმასპინძლა.
"ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კიდევ ერთი ტიტული მოვიპოვეთ. ბედნიერი ვარ, რომ ღირსეულად წარვდექი ამ ტურნირზე და ვასახელე ჩემი ქვეყანა. თქვენ კი ყველას, სათითაოდ გიხდით მადლობას" - განაცხადა ბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა მებრძოლმა.

დავით ქირია კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში