მადრიდში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკვე შეხვდა შვედეთის დელეგაციას.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, შვედეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ამასთან, აცხადებს, რომ საქართველოსთვის პოზიტიური იქნება, თუ შვედეთი ყოველგვარი ბიუროკრატიული ფორმალობების გარეშე გაწევრიანდება ალიანსში. მისი თქმით ეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას აჩვენებს.