მახინჯაურის და განთიადის დასახლებაში მცხოვრებლებს მეორე დღეა ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. „სოკარ ჯორჯია გაზის“ - ინფორმაციით აბონენტებს გაზის მიწოდება ქსელის ავარიული დაზიანების გამო შეუწყდათ.
მათივე ინფორმაციით ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლეობას ბუნებრივი აირი საღამოს ექვსი საათის შემდეგ ეტაპობრივად მიეწოდებათ.