„პირველი ავტოგრაფი“ - საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი იწყება

18 ნოემბერი 2022, 20:03 890 ნახვა

ბათუმში, 20-27 ნოემბერს საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების   მეორე ფესტივალი  ჩატარდება.  ფესტივალის პროგრამისა და მიმდინარეობის თაობაზე ორგანიზატორებმა  კონფერენციაზე ისაუბრეს.  ითქვა, რომ ფესტივალში, აჭარის მასშტაბით, კერძო თუ  საჯარო სკოლებში  შექმნილი თეატრალური დასები მონაწილეობენ, სულ 25 სკოლის 400 მოსწავლე.

ფესტივალის გახსნა-დახურვის ცერემონიალი და  სპექტაკლები რამდენიმე ლოკაციაზე, სხვადასხვა  კულტურულ დაწესებულებაში გაიმართება. ფესტივალის გამარჯვებულებს, სხვადასხვა ნომინაციაში, სამკაციანი კვალიფიციური ჟიური გამოავლენს.

ნიშანდობლივია, რომ ფესტივალის მთავარი პრიზი ,,არლეკინი’’ -  ბურთზე მდგომი ჯამბაზის ფიგურა,  მოქანდაკე ოთარ დარჩიას  ნამუშევრის ანალოგია. იგი გასული საუკუნის 80-იან წლებში   ბათუმის ცენტრალურ პარკში, მაშინდელ პიონერთა პარკში იყო განთავსებული. 

ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია შემოქმედებითი ორგანიზაცია ,, არტ პორტალი’’. ფინანსურ მხარდაჭერას კი აჭარის განათლების, სპორტის და კულტურის სამინისტრო, ასევე ბათუმის  მერია გაუწევენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი